მსოფლიო
კიდევ ერთი უმწვავესი დოკუმენტი პოლიტიკური დევნისა და მედიაზე ზეწოლის შესახებ
2015-10-12 11:34:04
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მწვავე რეზოლუციის შემდეგ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის ჯერი დგება.
ნორვეგიაში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს შესახებ ახლახან მომზადდა რეზოლუციის პროექტი - მედიაზე ზეწოლის, პოლიტიკური დევნისა და ოპონენტებზე შურისძიების შეწყვეტის მოწოდებასთან დაკავშირებით.
რეზოლუციის პროექტში, შესაბამისი პუნქტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და უცხოელი დელეგატების ინიციატივით ჩაემატა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნება.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წევრები ვერ დაარწმუნეს იმაში რომ ჩვენ ქვეყანაში, პოლიტიკური დევნა და მედიაზე ზეწოლა არ ხორციელდება.
საბოლოოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტზე (სადაც საუბარია წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური მოტივით გამოყენებასა და პოლიტიკურ დევნაზე) არანაკლებ მწვავე რეზოლუციის პროექტი, პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.
შეგახსენებთ რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ნორვეგიაში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 61-ე სხდომას ესწრება. შეხვედრაზე ნატოსა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილება.
კომენტარები