2 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ამდენი თანამშრომელი არაა საჭირო…” – ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილება

ნინოწმინდის პანსიონში ამდენი თანამშრომელი არაა საჭირო, ამ ეტაპზე 19 აღმზრდელი დარჩება, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის ვაჩერებთ, ველოდებით იმას, როდის გადაიყვანენ ბავშვებს და ვინც დარჩება, მათ მომსახურება სრულად ჰქონდეთ. უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე და მათი ინტერესები საუკეთესოდ დავიცვათ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე განმარტებით, ბავშვები დაისტრესნენ, რადგან პანსიონიდან უცებ ბევრი ბავშვი წავიდა. „ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, როცა ბავშვებთან მივდივართ და კითხვებს ვუსვამთ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მის კომპეტენციაში არც საპატრიარქო ჩაერევა და არც მეუფე სპირიდონი. „გავეცანი მასალებს და აუცილებლად მივიღებ გადაწყვეტილებას“, – თქვა მეუფე იაკობმა.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს თქმით, ისინი 2016 წლიდან დღემდე, ასევე 4 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ, რომელიც ამ პანსიონს უკავშირდება.

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები