1 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“5-ლარიან მსხალს ვყიდულობ, 3 ცალი მომდის, არადა სახლში 4 ვართ…” – ალეკო შუღლაძის პოსტი

“მე, თავისუფალი საქართველოს მოქალაქე, მე, ნახევარ საუკუნეს გადაცილებული კანონმორჩილი ადამიანი 21-ე საუკუნეში ვერ ვყიდულობ მსხალს! მე ნაგვის საყრელზე მიშვებენ. ჩემს მიერ არჩეული მთავრობები, ყოველთვის, სულ მუდამ ფეხებზე მიკიდებდნენ და ნაგვის საყრელზე მიშვებდნენ“, – ამის შესახებ მწერალი 
ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

შუღლაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მსხლის საყიდლად შევედი. დიახ, მსხალი მომინდა, ვიფიქრე, თან ჩემებს წავუღებ-მეთქი. კიბორჩხალების საყიდლად ვერ შევიდოდი, როგორც მოგეხსენებათ, ვეგეტარიანელი ვარ. ერთი ჯიშის სამი ზომის მსხალი იდო: 1,5 ლარიანი, 3 ლარიანი და 5 ლარიანი.

1,5 ლარიანი დამპალი იყო. 3 ლარიანს არა უშავდა, მაგრამ 3 ლარიანის ყიდვას თუ დავაპირებდი, ბარემ 5-იანს ვიყიდდი. ადრე უეჭველი 3-იანს ვიყიდდი, ხვდებით ჰო, რა ტიპიც ვარ. მაგრამ არა დღეს.

1,5-იანი დამპალი იყო. ამიტომ იქით აღარ ვიყურებოდი… ან 3-იანი რჩებოდა ან 5-იანი. ხუთიანები ძალიან დიდები იყვნენ, საოცრად დიდები, გემრიელები. ხელი დავადე, გადავუსვი, მოვეფერე… ოჰ, რა ბუთქუნები იყვნენ, წვნიანები, მძიმეები…

3-იანები შედარებით პატარები იყვნენ: არც აქეთ, არც იქით. 3-იანის ყიდვას თუ გადავწყვეტდი, ბარემ 5-იანი სჯობდა ღმერთმანი.

5-იანს ისევ გადავუსვი ხელი, ყუნწიდან წამოვწიე, გამყიდველისკენ მზერა გავაპარე, ამდენი მოფერება საეჭვოდ არ მოსჩვენებოდა, მაგრამ გამყიდველი გართული იყო, ვიღაც უნამუსოს 17 ლარიან პლასტმასის მარწყვს უწონიდა, ცელოფანში უკვე 3 კილომდე ეყარა…

1,5 ლარიანისკენ გავიხედე, მაგრამ ის ხომ დამპალი იყო… იქნებ ვცდებოდი და არ იყო დამპალი? ახლოს მივიწიე და 1,5 ლარიანსაც გადავუსვი თითი, ეგრევე კანი აძვრა, უფრო დავაწექი, სიდამპლის ხარისხი მაინტერესებდა, – მივხვდი, ასატანი სიდამპლე ჰქონდა. 1,5-იანს 3-იანი სჯობდა, მაგრამ თუ 3 ლარიანს გადავწყვეტდი, ისევ 5-იანი აჯობებდა. იქნებ 1,5 ლარიანი მეყიდა.

1,5 ლარიანს ასატანი სიდამპლე ჰქონდა, კანს მოაშორებდი, ოდნავ მოაფხეკდი და მზად იყო. 3 კილოგრამს ვიყიდდი, სანამ ბოლომდე დალპებოდა შეჭმას მოვასწრებდით.

5-იანები კი ძალიან დიდები იყვნენ, საოცრად დიდები, გემრიელები. ხელი დავადე, ისევ გადავუსვი, მოვეფერე… ოჰ, რა ბუთქუნები იყვნენ, წვნიანები, მძიმეები…

1,5-იანს კი ასატანი სიდამპლე ჰქონდა.

ან 1,5-იანი ასატანი სიდამპლით და ბევრი, ან 5-იანი საღი, წვნიანი, მაგრამ – ძალიან ცოტა.

უცბად ჭერში ჩამოკიდულ ტელევიზორში პრემიერ-მინისტრი გამოჩნდა, გაჰყვიროდა საოცარი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი გვაქვსო… თბილისი-ჯეიჰანის დედაც ვატირე-მეთქი, წამოვიყვირე, გამახსენდა, ერთ დროს ვგულშემატკივრობდი ამ მაგისტრალს, მას მერე მინდა სულ შევაგინო და აი, აქ ამოხეთქა…

პრემიერ-მინისტრი არ ცხრებოდა და ტელევიზორიდან დამცინოდა მე, რომელიც 18 წლიდან ვმუშაობ, უარს არ ვამბობ არანაირ სამუშაოზე და 2021 წელს ვერ ვყიდულობ მსხალს! ყმუილი!

1,5 -იანი დამპალი, 5-იანი საღი, 3-იანი არც აქეთ, არც იქით… არ გეგონოთ, საბჭოთა სატირიკოსს რომან კარცევს სკეტჩს ვპარავდე. მე უბრალოდ იგივე დღეში აღმოვჩნდი.

მე, თავისუფალი საქართველოს მოქალაქე, მე, ნახევარ საუკუნეს გადაცილებული კანონმორჩილი ადამიანი 21-ე საუკუნეში ვერ ვყიდულობ მსხალს! მე ნაგვის საყრელზე მიშვებენ. ჩემს მიერ არჩეული მთავრობები, ყოველთვის, სულ მუდამ ფეხებზე მიკიდებდნენ და ნაგვის საყრელზე მიშვებდნენ…

კიდევ რამდენიმე წელი და ნაგვის ურნაში ჩაყუდებულს მიპოვით, ეს გულამაჩუყებელი სტატუსი არ არის, ეს არც მათხოვრობის ნატიფი ფორმაა, ეს ჩემი პიროვნების გაქრობაა. მე მაქრობენ. მე ვქრები დიდ ნაგვის ბუნკერში, ამოსვლა მინდა და ვეღარ ამოვდივარ. ეს ყმუილია! ყმუილი!

ნაგვის ბუნკერში გელოდებით ყველას, აქ უკვე აღარაფრის შეგვრცხვება და აღმოჩნდება რომ საქართველო ბომჟებს მიაქვთ… ჰა, რას იმალებით, თქვე ამპარტავნებო, თქვე კუდაბზიკებო, არ მოვაწყოთ ბომჟების პარადი?! 5 ლარიან მსხალს ვყიდულობ, 3 ცალი მომდის, არადა სახლში 4 ვართ”, – წერს ალეკო შუღლაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...