1 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაანადგურეთ არსებული ჩანაწერები – ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

“გაანადგურეთ არსებული ჩანაწერები”-  საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომშავე პროფესიული ასოციაციები, ქვეყანაში მოსმენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ, აღკვეთონ მოსმენების უკანონო და მანკიერი პრაქტიკა, განადგურონ აღნიშნული ჩანაწერები. ”საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები გამოხატავენ შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება და შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების – ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიული დახმარების – უსაფრთხოება. ეს დიდ ზიანს აყენებს იმ ადამიანებს, ვინც დახმარებისთვის მიმართავს შესაბამის მომსახურებასა და სპეციალისტებს, და შესაძლოა ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს, ასევე, ზიანს აყენებს ზოგადად ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რამდენადაც ფსიქიკური ჯანმთელობის მომსახურების საბაზო ეთიკური წესების განხორციელებს შეუძლებელს ხდის. ეს არაჯანსაღი პრაქტიკა კონფლიქტშია კანონთან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პესონალური მონაცემების ხელყოფა და ზოგადად ადამიანის უფლებების კონვნენციასთან. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინოთ სათანადო რეაგირება – აღკვეთოთ მოსმენების უკანონო და მანკიერი პრაქტიკა, გაანადგუროთ არსებული ჩანაწერები, გამოიძიოთ ამ პრობლემის ფესვები და მოახდინოთ ცვლილებები, რომელიც მომავალში ამგვარი ავთისებიანი სისტემური ქმდებებისგან დაგვაზღვევს.” – წერია განცხადებაში. ხელმომწერი ასოციაციები და ორგანიზაციები:

  • GSP საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება
  • GABP საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია
  • საქართველოს იმდიარ საზოგადოება
  • სუპერვიზიის და კონსულტირების საქართველოს საზოგადოება
  • GIP გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
  • GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
ხელმომწერი ორგანიზაციების სია განახლებადია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები