1 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ავტომობილის ისეთ დეტალებს, როგორებიცაა საბურავები, აკუმულატორი, საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, გაგრილებისა და სამუხრუჭე სისტემები. ყველა ამ პროდუქტის სრული ასორტიმენტის შეძენას „თეგეტა მოტორსის“ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით მომხმარებელი სპეციალური ფასდაკლებით შეძლებს. გარდა ამისა, „თეგეტა“მძღოლებს სავალი ნაწილის უფასოდ დათვალიერებასაც სთავაზობს.

ტემპერატურის მატებასთან ერთად, პირველ რიგში, საბურავების მდგომარეობა უნდა გადამოწმდეს, რადგან ეს ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სეზონურობა ახასიათებს. ამიტომ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს გადააჭარბებს, უსაფრთხოდ მგზავრობისთვის ზამთრის საბურავები ზაფხულის საბურავებით უნდა ჩანაცვლდეს. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე ძალიან საიმედოა. Tegeta Shop-ში საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო ფილიალებში - გაორმაგებული ქეშბექი. შესაძლებელია, სასურველი საბურავის შერჩევა პრემიუმბრენდებიდან: Continental, Bridgestone, Michelin, Petlas, Pirelli და სხვა.

ზაფხულისთვის ავტომობილის მომზადება აკუმულატორის მდგომარეობის შემოწმებასა და,საჭიროების შემთხვევაში, მის შეცვლასაც გულისხმობს, რადგან ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. თეგეტას ფილიალებსა და ონლაინმაღაზიებში აკუმულატორების შეძენა 25%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. „თეგეტაში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ევროპული და ამერიკული აკუმულატორები, მათ შორის Varta, Energizer, Exide. 

საცხებ-საპოხი მასალები, მაგალითად, ძრავის ზეთი, სეზონურობით არ გამოირჩევა, ის ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებით, მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთარში ძრავამაღალი დატვირთვით მუშაობს და ზეთს რესურსი უფრო მალე ეწურება. ძრავის ზეთის შემოწმება და შეცვლა „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი, სადაც ზეთების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლებამოქმედებს. ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში წარმოდგენილია მაღალი ხარისხის ბრენდები - Mobil, Motul, Shell, Petronas და სხვა.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, რომლებიც თბილი სეზონის მოახლოებასთან ერთად უნდა გადამოწმდეს, ეს არის ფრეონის დონე გაგრილების სისტემაში, ჰაერისა და სალონის ფილტრები, სამუხრუჭე დისკები, ხუნდები და სამუხრუჭე სითხე. „თეგეტა მოტორსში“ ავტონაწილების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო სერვისის სრულ ასორტიმენტზე - 20%-იანი. ავტომობილის შემოწმებასა და საჭირო ავტონაწილების შერჩევაში მომხმარებლებს „თეგეტას“ სპეციალისტები დაეხმარებიან.

___

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:31

    თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში...

    წელს ბათუმი უკვე მე-17 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ერთგული მხარდამჭერიც, კვლავაც, თიბისი კონცეპტია. ისე როგორც ყოველ ზაფხულს, თიბისი კონცეპტი მოხმარებელს, წელსაც განსაკუთრებულ საზაფხ...

  • 19:29

    თიბისის პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავ...

    საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილო...

  • 20:45

    თიბისის TechXplore ღონისძიება...

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენ...

  • 20:43

    თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის...

    თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში - სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს. ...

  • 20:57

    თიბისი ლიზინგის და სკუტ სკუტის სპეციალური შეთავაზე...

    თიბისი ლიზინგის და სკუტ სკუტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში, სასურველი ვესპას შეძენისას განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებთ: Giggles-ის 300 ლარიან ვაუჩერს იზიპიზის სათვალის შესარჩევად, იტალიური პრემიუ...

  • 18:49

    „თეგეტა გრინ პლანეტმა“ „დებატების ეროვნული ტურნირი...

      სასტუმრო „ბილტმორში“ პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ცერემონიაზე „დებატების ეროვნული ტურნირის“ საუკეთესო...

  • 12:22

    გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლ...

    26 ივლისს, ჯაზ ფესტივალის სტუმრებს, თბილისიდან ბათუმში ჯაზ მატარებელი გამოგზაურებთ. ტრადიციულად, მგზავრობის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, საქართველოს რკინიგზა და Visa. მგზავრობისას მუსიკალურ გაფორმებ...