0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„21 სექტემბერს, სადაც არ უნდა იყოთ...“ - ვრცელდება პატრიარქის კურთხევა

21 სექტემბერს პატრიარქის ლოცვა-კურთხევთ ღვთისმშობლის შობას, დღის 12:00 საათზე ყველამ უნდა წარმოთქვათ  ღვთისმშობლისადმი ლოცვა.

ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა.

როგორ უწმინდესმა ბრძანა ამ ლოცვას ბევრი  ადამიანი  გადაურჩენია განსაცდელს. დედაღვთისმშობელს შევავედროთ ჩვენის სამშობლო და ჩვენი ოჯახები.

ლოცვა  უწმინდესის კურთხევით

მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები