ზღვის კურორტებზე ხშირია ღებინებით, დიარეით მიმდინა...
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი განმარტავს, რა დაავადებებს უნდა უფრთხილდეთ, თუ ზღვაზე დასვენებას აპირებთ. როგორც მაია ბუწაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ზაფხულის სეზონისთვის, მით უმეტეს ...
|
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.
„ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა. აღნიშნული 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლის დეტალურ სტატისტიკას საარჩევნო ადმინისტრაცია საზოგადოებას გააცნობს უახლოეს მომავალში, რაც ასევე ცესკოს ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.
3 საარჩევნო ოლქში: დმანისში, წყალტუბოში და მარტვილში კვორუმი არ შედგა და შესაბამისად აღნიშნული ოლქების 12 უბანზე გადათვლის პროცედურა არ განხორციელდა.
68 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები გადაითვალა, სადაც:
წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებზე განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ამასთანავე, არჩევნების შემდგომ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს არჩევნებთან დაკავშირებით;
ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით;
9 ოქტომბრის მდგომარეობით შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი აჭარბებდა, 5-ით აღემატებოდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას.
შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბრამდე გადათვლილია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოვლენილი 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები (1080 შემაჯამებელი ოქმის მონაცემი). გადათვლების შედეგად, უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საკუთარი ინიციატივით, ასევე, საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს.
საერთო ჯამში 9 ოქტომბრამდე გადაითვალა 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც ცალკეულ კანდიდატებს თუ სუბიექტებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა. 9 ოქტომბრამდე გადათვლილი ბიულეტენების თაობაზე დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.
ამ დროისთვის ჯამში გადათვლილია 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგი,“- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი განმარტავს, რა დაავადებებს უნდა უფრთხილდეთ, თუ ზღვაზე დასვენებას აპირებთ. როგორც მაია ბუწაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ზაფხულის სეზონისთვის, მით უმეტეს ...
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათივე თქმით, 2 წლამდე ბავშვი ჯავახიშვილის...
თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს, ამ დროისთვის ხანძარი ...
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. "კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში, დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა, ლვოვის სამხედრო ჰ...
ფოტო – ტვ პირველი რას ემსხვერპლა 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე? ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე გამოძიება გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. მთავარი კითხვაა, იყო თუ არა ადგილზე, სადაც სამ...
მრცხვენია, რომ ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანაში ენერგიითა და ხალისით აღსავსე ახალგაზრდების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი “ევოლუშენ გეიმინგია”! იცით, რას წარმოადგენს ეს კომპანია? &ldq...
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან ზაფხულში. როგორც რეკომენდაციებშია ნათქვამი, ზაფხულის სეზო...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები