0 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინფექციურმა პაციენტის ანალიზების ფაილს "დამპალი" დაარქვა და ელფოსტაზე ასე გადააგზავნა

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტის ანალიზების პასუხების ფაილს "დამპალი" დაარქვა და ელფოსტაზე ასე გადააგზავნა - ამის შესახებ ანკა ანდღულაძე, ჯგუფ სასოწარკვეთილ მომხმარებლებში წერს

"დავტოვე ელ.ფოსტა, სადაც პასუხები უნდა მიმეღო ,ვინაიდან ჩემ გარეშე მშობლები ვერ მივიდოდნენ ასაღებად,მე კი ვმუშაობ და მოგეხსენებათ არაა მარტივი კვირაში 7 ჯერ გათავისუფლების თხოვნა. მოკლედ, ჯერ სულ ძალით ჩავაწერინე მეილი, აქ მოხვალ და აიღებო - ამას აწვებოდნენ, მერე როგორც იქნა დამთანხმდნენ.

იმ დღეს, 2 საათში უნდა ყოფილიყო პასუხი, მომივიდა მართლაც და აღმოჩნდა სხვა პაციენტის, მივწერე, დავურეკე და ვერ დავაჯერე, მაგრამ კარგი ვნახავთო (მომიშორეს თავიდან). მას შემდეგ, კიდევ რომ არ გამომიგზავნეს ვრეკე, ვიხვეწე ჩემი პასუხები და 3 დღის შემდეგ მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს, რომლის სახელის დანახვაც გაგაოგნებთ", - წერს ის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები