0 6 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის, 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდებისთვის, გაიმართა. წლევანდელ კონკურსში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა.  წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით:

·         გუნდი „Easy Care“ | პროექტით „Easy Care“ |აჭარა

·         გუნდი „Visionairy Girls“ | პროექტით „Volunify“ | თბილისი

·         გუნდი „Hypotenuse 5“ | პროექტი „Gamige“  | თბილისი

·         გუნდი „Wondermakers“ |პროექტი „Quake Quest“ | თბილისი

·         გუნდი „AgronicEye“ | პროექტი „AgronicEye“ |კახეთი, თბილისი

·         გუნდი „AI Eyes“ | პროექტი „AI Eyes“ | აჭარა

·         გუნდი „MQM“ | პროექტი „MemorEase“ | თბილისი

·         გუნდი "Victorious Secrets | პროექტი „L.I.F.E.M.I.N.E“ |იმერეთი

 

ივნისში საქართველოს გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდებიან, რის შემდეგაც დასახელდებიან ფინალისტები და რეგიონული გამარჯვებულები. 2024 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდები, ოქტომბერში, ფინალის მსოფლიო სამიტზე გამოვლინდებიან. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში, საქართველოში.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები