1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა“ საერთაშორისო ბაზრებზე - ქართული კომპანია გლობალური გეგმებით

 

„თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო ვაჭრობას ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს.

კომპანიის პრიორიტეტი, გეოგრაფიულ განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს უმსხვილეს და წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობის გაღრმავება. „თეგეტა“ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ისეთ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიცაა -MAZDA, VOLVO, PORSCHE, TOYOTA, GEELY ... ასევე, ქვეყანაში 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია - მათ შორის არის MOTUL, MOBIL, SHELL და სხვა. სპეცტექნიკის მიმართულებით კი ჰოლდინგის პარტნიორები არიან: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. ძირითადი საქმიანობის გარდა, „თეგეტა“ რეგიონში ცოდნის ექსპორტსაც ახორციელებს. ამის დასტურია 50 საერთაშორისო ტრენინგი, რომლებსაც „თეგეტა აკადემიამ“ გასულ წელს უმასპინძლა.

საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო მეტად განვითარება კომპანიის სტრატეგიულ პრიორიტეტებშია. ამ გეგმის რეალიზაციის პროცესში 2024 წლის დასაწყისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. იანვრიდან „თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ფრანგული ბრენდის პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც კომპანიის წარმომადგენლობაში, ისე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით.

„თეგეტა“ MOTUL-ს საქართველოში 2010 წლიდან წარმოადგენს და მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით ლიდერის პოზიციას იკავებს. 2021 წელს კომპანიამ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში - 400 ტონა, გასული წელი კი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა და 2023 წელს საქართველოში „მოტულის“ დაახლოებით 600 ტონამდე ზეთი გაიყიდა. გეოგრაფიული არეალის გაფართოება და რეგიონის ბაზრებზე შესვლა სწორედ ამ წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა. სამომავლოდ კომპანია ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას გეგმავს - სომხეთისა და უზბეკეთის ბაზრების მიმართულებით.

მანამდე კი „თეგეტამ“ უზბეკეთში უკვე ხელმისაწვდომი გახადა ამერიკული ბრენდი Mobil. ბაზარზე უკვე შეტანილია Mobil-ის 70 დასახელების პროდუქტი, მომდევნო წლისთვის კი ასორტიმენტის გაორმაგებაა დაგეგმილი. გეგმა აქაც ამბიციურია - კომპანია 3-4 წლის პერსპექტივაში Mobil-ის 7-8 მილიონი ლიტრი პროდუქტის რეალიზაციასა და უზბეკეთის ბაზრის სრულად დაფარვას აპირებს.

35-მილიონიანი უზბეკეთი, რომელიც სწრაფად მზარდია წარმოების მიმართულებით და ასევე სწრაფად ვითარდება ინდუსტრიული კუთხითაც, თავისთავად საინტერესო ბაზარია ნებისმიერი დიდი ბრენდისთვის. თუმცა Mobil-ისთვის, ისევე, როგორც „თეგეტასთვის“, ამა თუ იმ ქვეყანაში შესასვლელად მხოლოდ ბაზრის სიდიდე საკმარისი პირობა არ არის. გადაწყვეტილებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ეკონომიკური განვითარების ტემპი, საბანკო სისტემა, კორუფციის ინდექსი, ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობები და თავისუფლების ინდექსი. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად განვითარებულია ქვეყანაში საავტომობილო სფერო და ის ინდუსტრიები, რომლებშიც „მობილის“ საცხებ-საპოხი საშუალებები გამოიყენება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: კავკასიის შემდეგ ჩვენი განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებში რამდენიმე მიზანს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ უზბეკეთის ბაზარი თავისთავად საინტერესო იყო ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით, გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ე.წ. აბრეშუმის დერეფნის განვითარებაშიც.

ამასთანავე, „თეგეტას“ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოება შეუქცევადი პროცესია. ჩვენ ბიზნესს გლობალურად ვუყურებთ. ვფიქრობთ, კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით ავტოინდუსტრიის განვითარების პროცესში.

ეს მიდგომა მნიშვნელოვანია იმ მსოფლიო ბრენდებისთვისაც, რომლებთანაც „თეგეტა ჰოლდინგი“ თანამშრომლობს. საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერია, მათთვის ერთგვარ პლატფორმად ვაქციეთ“.

უზბეკეთიდან დაიწყო გეოგრაფიული არეალის გაფართოება „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა Europcar Georgia-მაც. ის საერთაშორისო ბრენდის Europcar Mobility Group-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ხოლო 2023 წლიდან - უზბეკეთის ტერიტორიაზე. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. Avtoritet Group-მა უკვე დაასრულა დეველოპერული სამუშაოები უზბეკეთში. Europcar საწყის ეტაპზე რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი ტაშკენტის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრში. იგეგმება ქვეყნის მასშტაბით სხვა დიდ ქალაქებში ოპერირებაც.

უზბეკეთს უკვე წლებია პრემიუმ კლასის ავტომობილებით ამარაგებს „ვოლვო ქარ კავკასია“. ის შვედური ბრენდის ოფიციალური იმპორტიორია სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. თუმცა კომპანიის გაფართოება ამით არ სრულდება. მალე VOLVO ყაზახეთშიც გამოჩნდება. მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და სერვისის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომსახურება მოიცავს NEW CAR SALES + სერვისის დანერგვას, შესაბამისად, უზბეკეთში მომხმარებელს VOLVO-ს სტანდარტების მომსახურების მიღება შეეძლება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა“ მუდმივად უწყობს ფეხს თანამედროვე მოთხოვნებს. მინდა აღვნიშნო Volvo Retail Experience-ის - „ვოლვო ქარ საქართველოს“ სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი. ის პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი. მსგავსი ცენტრების გახსნას „ვოლვო ქარ კავკასია“, რეგიონის ქვეყნებშიც გეგმავს. კომპანია აზერბაიჯანს, სომხეთსა და უზბეკეთსაც ფარავს. ჩამონათვალს უკვე შეემატა ყაზახეთი.

საერთაშორისო ბაზრებზე განვითარება-გაფართოებაზე ჰოლდინგის შემადგენლებაში არსებული ყველა კომპანია მუშაობს. რესურსი დიდია - „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობის არეალი მრავალფეროვანია. კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებითაც. „თეგეტას“ განახლებული მუნიციპალური ტრანსპორტით უკვე სარგებლობს ერევნის მილიონზე მეტი მოსახლე. MAN-ის ბრენდის ავტობუსები „თეგეტამ“ ქალაქს საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში მიაწოდა. სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით ხორციელდება. ქართული კომპანია, გერმანული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია, თავად MAN კი უსაფრთხოებითა და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით გამორჩეულ ავტობუსებს აწარმოებს. MAN Lion’s City 12C ტიპის 87 ავტობუსი ერევნის არსებული სატრანსპორტო ქსელის ძირითად მარშრუტებზე გადაადგილდება.

„თეგეტამ“ სომხეთი არამხოლოდ ავტობუსებით მოამარაგა. „თეგეტა აკადემიამ“ MAN-ის ადგილობრივი მექანიკოსებისა და სერვისის პერსონალისთვის ტრენინგებიც ჩაატარა.

კომპანიას წინ დიდი გეგმები აქვს. მათ შორის აღსანიშნავია რეგიონული ჰაბის კონცეფცია, რომელზეც მუშობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს იქნება "თეგეტას" კომპლექსური ლოგისტიკური ჰაბი, რომლითაც მეზობელ სახელმწიფოებსაც მოემსახურება.

ჰოლდინგმა 28-წლიანი ისტორიის გზაზე არა მხოლოდ გააფართოვა საქმიანობის არეალი, არამედ რეგიონის მასშტაბით ავტომომსახურების მაღალი სტანდარტი შექმნა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ხარისხის საზომად იქცა.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:29

    თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის ზაფხულის შეთავაზ...

    თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 26 და 27 ივნისს,  შესაძლებლობა აქვთ, იშოპინგონ და დაიბრუნონ  გადახდილი თანხის 30% Yamamay, Tezenis, Calzedonia, Roniko, Optimist, Kenari და Torreli-ის ქსელურ...

  • 12:22

    ZEG - Tbilisi Storytelling Festival ...

    ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიებამ 110-ზე მეტ მომხსენებელსა და 800-მდე სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალის მომხსენებლებს შორის იყვნენ: მარია რესა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვ...

  • 12:19

    რა გავლენა აქვს ტემპერატურის ცვლილებას ავტომობილის...

    ზაფხული უკვე აქტიურ ფაზაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილმა ყველა ის საჭირო სერვისი მიიღოს, რაც უსაფრთხო და მშვიდი გადაადგილების გარანტიაა. ზაფხულის დადგომა ავტომობილის რამდენიმე დეტალზე განსა...

  • 17:36

    „თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების...

    ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, ეკომეგობრული ინიციატივები და თეგეტას გარემოსდაცვითი პოლიტიკა - ამ საკითხებზე „თეგეტა აკადემიაში“ დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს. ...

  • 10:43

    თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება ჩატარდ...

    ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია „AI: კვლევა და მომავალი“ გაიმართა. კონფერენციაზე თიბისის ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების გუნდის ლი...

  • 14:01

    Geely Sakartvelo-მ ქართულ ბაზარს ახალი, საუკეთესო ...

      Geely Emgrand საქართველოშია. ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის თანამედროვე და ელეგანტური სედანი იდეალურია კორპორაციული შესყიდვებისთვის და Geely Sakartvelo-ს შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია. ...

  • 12:58

    თიბისის მხარდაჭერით, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონ...

    4 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions - ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერება და ინსპირაცია,...