1 9 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

უშბაზე გაუჩინარებული მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა 11-დღიანი ძებნის შემდეგ მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული აპლინისტი მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება მესტიაში, მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები