სპორტი სოსო პავლიაშვილი: ეს ქართული ფეხბურთის რენე...
მომღერალი სოსო პავლიაშვილი ეროვნული ნაკრების წარმატებას ეხმიანება: „ეს ქართული ფეხბურთის რენესანსია! მათთვის ვლოცულობ და ვამაყობ. ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორია დაწერეს და ქართული ფეხ...
|
“ᲣᲙᲕᲔ ᲛᲔᲠᲐᲛᲓᲔᲜᲔ ᲓᲦᲔᲐ ᲕᲣᲡᲛᲔᲜᲗ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲫᲐᲚᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲘᲡ ᲣᲡᲐᲖᲦᲕᲠᲝ ᲪᲘᲜᲘᲖᲛᲘᲗ ᲡᲐᲕᲡᲔ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲖᲔᲪ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ ᲠᲐᲢᲝᲛᲦᲐᲪ ᲘᲪᲘᲜᲘᲡ; ᲐᲠᲐᲓᲐ, ᲡᲐᲡᲐᲪᲘᲚᲝ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘᲐ. Ე.Წ. ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲝᲡᲔᲑᲘ ᲐᲠ ᲮᲣᲛᲠᲝᲑᲔᲜ, ᲘᲡᲘᲜᲘ ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ ᲨᲔᲣᲠᲐᲪᲮᲧᲝᲤᲔᲜ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲐᲡ, ᲑᲝᲠᲝᲢᲐᲓ ᲓᲐᲡᲪᲘᲜᲘᲐᲜ; ᲔᲡᲐᲣᲑᲠᲔᲑᲘᲐᲜ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲭᲙᲣᲐᲡᲣᲡᲢᲔᲑᲡ. 2012 ᲬᲔᲚᲡ ᲡᲬᲝᲠᲔᲓ ᲐᲡᲔᲗᲘ ᲓᲐᲪᲘᲜᲕᲘᲗ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ „ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲛᲐ ᲝᲪᲜᲔᲑᲐᲛ“. ᲒᲐᲕᲘᲮᲡᲔᲜᲝᲗ ᲧᲝᲕᲔᲚ ᲡᲝᲤᲔᲚᲖᲔ ᲓᲐᲠᲘᲒᲔᲑᲣᲚᲘ 5 ᲛᲘᲚᲘᲝᲜᲘ ᲓᲝᲚᲐᲠᲘ ᲓᲐ ᲡᲮᲕᲐ ᲐᲜᲐᲚᲝᲒᲘᲣᲠᲘ ᲡᲘᲡᲣᲚᲔᲚᲔᲔᲑᲘ. ᲛᲐᲝᲪᲔᲑᲡ ᲘᲛ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲣᲢᲘᲤᲠᲝᲑᲐ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲓᲦᲔᲡ ᲛᲨᲕᲘᲓᲐᲓ ᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲔᲜ ᲙᲐᲠᲘᲔᲠᲐᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐᲨᲘ ᲓᲐ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲓᲠᲝᲖᲔ ᲣᲮᲔᲠᲮᲣᲚᲘ ᲦᲘᲛᲘᲚᲘᲪ ᲐᲠ ᲓᲐᲡᲪᲓᲔᲜᲘᲐᲗ ᲐᲛ ᲤᲐᲜᲢᲐᲡᲛᲐᲒᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲣᲐᲖᲠᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲐᲒᲘᲢᲐᲪᲘᲘᲡᲐᲡ. ᲛᲐᲗᲘ ᲜᲓᲝᲑᲐ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲐᲓ ᲐᲠ ᲦᲘᲠᲡ, ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ ᲘᲛᲘᲡᲐ, ᲠᲐ ᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐᲡᲐᲪ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲙᲐᲕᲔᲑᲓᲜᲔᲜ ᲓᲦᲔᲡ.
ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲐᲛᲐᲖᲠᲖᲔᲜᲘᲐ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲘᲡ ᲐᲡᲔᲗ ᲓᲐᲪᲘᲜᲕᲐᲡ ᲛᲔᲢᲜᲐᲙᲚᲔᲑᲐᲓ ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ ᲔᲬᲔᲕᲘᲐᲜ. ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲗ ᲐᲚᲑᲐᲗ ᲖᲦᲐᲞᲠᲔᲑᲘ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲨᲘ ᲡᲐᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲝ ᲙᲝᲕᲘᲓ-ᲛᲔᲜᲔᲯᲛᲔᲜᲢᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲐ-ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲓᲐᲜ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲡᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲚᲐᲓ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲐᲛᲢᲧᲓᲐᲠ ᲖᲐᲠᲔᲑᲖᲔ. ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘᲐ ᲠᲝᲛ ᲐᲥᲔᲓᲐᲜ ᲔᲠᲗᲘ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲝᲓᲐ ᲣᲤᲠᲝ ᲞᲠᲘᲛᲘᲢᲘᲣᲚ „ᲮᲣᲛᲠᲝᲑᲔᲑᲖᲔ“. ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲗ ᲙᲘᲓᲔᲪ; ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ „ᲢᲝᲠᲞᲔᲓᲝᲡ“ ᲩᲔᲛᲞᲘᲝᲜᲗᲐ ᲗᲐᲡᲘᲓᲐᲜ ᲓᲐᲬᲧᲔᲑᲣᲚᲘ, ᲝᲜᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲙᲐᲘᲠᲝᲡ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲔᲑᲘᲗ ᲗᲣ ᲖᲔᲡᲢᲐᲤᲝᲜᲘᲡ ᲧᲐᲕᲘᲡ ᲞᲚᲐᲜᲢᲐᲪᲘᲔᲑᲘᲗ.
ᲔᲡ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲡᲐᲪᲘᲚᲝ ᲩᲔᲛᲝ ᲫᲕᲘᲠᲤᲐᲡᲝ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲛᲐᲛᲣᲚᲔᲔᲑᲝ. ᲗᲥᲕᲔᲜ ᲓᲐᲒᲪᲘᲜᲘᲐᲜ! ᲣᲛᲝᲬᲧᲐᲚᲝᲓ ᲓᲐᲒᲪᲘᲜᲘᲐᲜ. ᲓᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲕᲐᲠ ᲠᲝᲛ ᲮᲕᲓᲔᲑᲘᲗ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲒᲔᲨᲘᲜᲘᲐᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲘ ᲠᲔᲐᲥᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲮᲐᲢᲕᲘᲡ. ᲘᲡᲔ, ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲖᲔ ᲡᲐᲨᲘᲨᲘ ᲠᲐᲛᲔᲪ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲓᲐ ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲐᲛᲓᲔ ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲘ ᲰᲥᲕᲘᲐ ᲛᲐᲒᲐᲡ.
ᲨᲔᲕᲔᲩᲕᲘᲔᲗ ᲐᲛ ᲓᲐᲪᲘᲜᲕᲐᲡ ᲓᲐ ᲕᲘᲪᲘᲜᲘᲗ. ᲓᲦᲔᲨᲘ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲝᲓ 70 ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘᲡ ᲙᲝᲕᲘᲓᲘᲗ ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲡᲐᲪ ᲨᲔᲕᲔᲩᲕᲘᲔᲗ ᲜᲔᲚᲜᲔᲚᲐ; ᲔᲠᲗᲡ ᲐᲛᲝᲕᲘᲝᲮᲠᲔᲑᲗ ᲓᲐ ᲕᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲗ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐᲡ.
ᲐᲠᲩᲔᲕᲜᲔᲑᲘ ᲛᲝᲓᲘᲡ ᲛᲐᲚᲔ. ᲒᲝᲜᲘᲔᲠᲘ ᲐᲛᲝᲛᲠᲩᲔᲕᲔᲚᲘ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲥᲐᲚᲐᲥᲨᲘ ᲛᲐᲘᲜᲪ ᲛᲘᲡᲪᲔᲛᲓᲐ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲘᲡ ᲙᲐᲜᲓᲘᲓᲐᲢᲔᲑᲡ ᲨᲐᲜᲡᲡ. ᲐᲠ ᲒᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲗ ᲠᲐᲡ ᲘᲖᲐᲛᲔᲜ? „ᲝᲪᲜᲔᲑᲐᲛ“ ᲓᲐ ᲛᲘᲡᲛᲐ ᲙᲐᲜᲓᲘᲓᲐᲢᲔᲑᲛᲐ ᲮᲝᲛ ᲜᲐᲮᲔᲗ ᲠᲐᲪ ᲒᲘᲥᲜᲐᲗ, ᲐᲠ ᲒᲘᲜᲓᲐᲗ ᲠᲐᲛᲔ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲪᲐᲓᲝᲗ?
ᲝᲦᲝᲜᲓ ᲐᲛ ᲛᲪᲓᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲗᲔᲝᲠᲘᲣᲚ ᲨᲐᲜᲡᲡᲐᲪ ᲐᲠ ᲛᲘᲡᲪᲔᲛᲡ „ᲝᲪᲜᲔᲑᲐ“ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ, ᲠᲐᲓᲒᲐᲜ ᲗᲣᲜᲓᲐᲪ ᲔᲠᲗᲛᲐ ᲥᲐᲚᲐᲥᲛᲐ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲝᲜᲔᲠᲘ ᲛᲔᲠᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲘ ᲠᲐᲘᲛᲔ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲐ ᲠᲝᲛ ᲛᲝᲘᲞᲝᲕᲝᲡ, ᲔᲡ ᲮᲝᲛ „ᲝᲪᲜᲔᲑᲘᲡ“ᲓᲐᲡᲐᲡᲠᲣᲚᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲬᲧᲘᲡᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲒᲝᲜᲘᲐᲗ 2008 ᲬᲔᲚᲡ ᲠᲐᲢᲝᲛ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ ᲠᲣᲡᲔᲗᲛᲐ ᲝᲛᲘ? ᲓᲐᲘᲬᲧᲝ ᲔᲠᲗᲘ ᲛᲐᲠᲢᲘᲕᲘ ᲛᲘᲖᲔᲖᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ, ᲐᲠ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲝᲓᲐ ᲗᲣᲜᲓᲐᲪ ᲔᲠᲗᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲞᲠᲔᲪᲔᲓᲔᲜᲢᲘ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲚᲘᲧᲝ ᲞᲝᲡᲢᲡᲐᲑᲭᲝᲗᲐ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ. ᲔᲡ ᲠᲣᲡᲔᲗᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲡᲠᲣᲚᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲬᲧᲘᲡᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲝᲓᲐ ᲓᲐ ᲘᲛᲘᲢᲝᲛ. ᲰᲝᲓᲐ, ᲓᲦᲔᲡ ᲒᲕᲐᲥᲕᲡ ᲠᲣᲡᲔᲗᲘᲡ ᲡᲞᲔᲪᲡᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲗ ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲘᲜᲤᲘᲚᲢᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ, ᲛᲝᲠᲦᲕᲔᲣᲚᲘ ᲡᲐᲖᲦᲕᲠᲔᲑᲘ, ᲓᲐᲥᲪᲔᲣᲚᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ, ᲒᲐᲖᲠᲓᲘᲚᲘ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲐ, ᲒᲐᲦᲐᲢᲐᲙᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲣᲞᲔᲠᲡᲞᲔᲥᲢᲘᲕᲝ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ.
ᲓᲦᲔᲕᲐᲜᲓᲔᲚ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲠᲝᲛ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲔᲑᲡ ᲓᲐᲡᲪᲘᲜᲔᲑ, ᲛᲐᲠᲢᲝ ᲡᲘᲜᲓᲘᲡᲒᲐᲠᲔᲪᲮᲘᲚᲘ ᲕᲔᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲘ, ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ ᲐᲕᲐᲓᲛᲧᲝᲤᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲧᲝ; ᲡᲐᲓᲘᲡᲢᲘ. ᲜᲣ ᲘᲪᲘᲜᲘᲗ ᲐᲛ „ᲮᲣᲛᲠᲝᲑᲔᲑᲖᲔ“; ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲓᲔᲗ, ᲗᲥᲕᲔᲜ ᲓᲐᲒᲪᲘᲜᲘᲐᲜ!
მომღერალი სოსო პავლიაშვილი ეროვნული ნაკრების წარმატებას ეხმიანება: „ეს ქართული ფეხბურთის რენესანსია! მათთვის ვლოცულობ და ვამაყობ. ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორია დაწერეს და ქართული ფეხ...
14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ “ქმარს” თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან, ვერტმფრენი ჩამოვარდა. "ინფო რუსთავის" ინფორაციი არის მსხვერპლი. როგორც ირკვევა დაიღუპა მფრინავი. მათივე ინფორმაციით, ჩამოვარდნილია სამხედრო ვერტმფრენი. ...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან, ვერტმფრენი ჩამოვარდა. "ინფო რუსთავის" ინფორაციი არის მსხვერპლი. როგორც ირკვევა დაიღუპა მფრინავი. მათივე ინფორმაციით, ჩამოვარდნილია სამხედრო ვერტმფრენი. ...
1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდ...
აქ და ამ გუნდის ნაწილი რომ ვიყავი, უკვე ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუნდაც სასტუმროში ბიჭებთან ერთად ყოფნა ჩემთვის უკვე დღესასწაული იყო. გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს სუ...
"შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში. ასეთი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთ...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები