1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სინოფარმი/სინოვაკი დელტა ვარიანტის მძიმე განვითარებისგან 100%-თ იცავს – კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები, სინოვაკი და სინოფარმი, დელტა შტამის მძიმე განვითარებისგან 100% იცავს. ამის შესახებ იმუნოლოგი სოციალურ ქსელში წერს.

“საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.

100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე!

70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!

59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!” – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები