1 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ეკონომიკის ზრდის ტრადიციული ფაქტორები

ოქტომბრის ეკონომიკის ზრდამ 6.2% შეადგინა. სრული 2023 წლისათვის, საბაზო სცენარი 6.6%-ია. როგორც ჩანს, სამომავლოდ, მიგრაციის ეფექტი კლებადი იქნება, თუმცა ტრადიციული ტურიზმი და სხვა ფაქტორები დადებით როლს შეასრულებს.

 

ლარის კურსის მხრივ, აღსანიშნავია, რომ აშშ დოლართან დაახლოებით იმავე ნიშნულთან საკმაოდ მცირე მერყეობის ფონზე, ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებითაც, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი ასევე დაახლოებით იმავე ნიშნულზეა.

 

გასული კვირა ასევე საყურადღებო იყო სებ-ის გადაწყვეტილებების კუთხითაც, რაც შედარებით უფრო მორგებული ჩარჩოს მიმართულებით მორიგ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. როგორც ბიზნესის, ასევე მოსახლეობის მხრივ, თავისთავად, სავალუტო რისკი მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომელიც შემოსავლებს სწორედ უცხოურ ვალუტაში იღებს.

 

გაეცანი პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები