2 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Feel the PAWer of love - Animal Project-ის ღონისძიების მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო

 

Feel the PAWer of love in Zugdidi -  ორგანიზაციამ  Animal Project  ზუგდიდის სკეიტ-პარკში ამ სახელწოდებით სახალისო, ინტერაქციული და ინფორმაციული აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართა. ორგანიზატორებმა მიზნად დაისახეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კომპანიონი ცხოველების შესახებ. სტუმრებმა მიიღეს  ინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების სოციალური პრობლემების გადაჭრის გზების, სტერილიზაცია/კასტრაციის, ასევე ყიდვის ნაცვლად ცხოველების ქუჩიდან ან თავშესაფრიდან აყვანის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიების მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო.  

ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის დამფუძნებელი: „საქართველოში მიუსაფარი ცხოველების სახით ძალიან მწვავე სოციალური პრობლემის წინაშე ვდგავართ, მისი მოგვარება კი საზოგადოების ჩართულობით უნდა მოხდეს.  მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, დაიცვან ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის წესები და რეგულაციები  და სახელმწიფოს ამ პრობლემაზე მუშაობის დაწყება მოსთხოვონ. ზუგდიდში გამართული ღონისძიება სწორედ საზოგადოების გაძლიერებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში არ უნდა ცხოვრობდნენ, ამისათვის კი ჩვენი ყველას ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.“ 

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ მონაწილეობით, ღონისძიებისთვის დამზადდა და საბავშვო კუთხეში განთავსდა მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი სახლები, რომლებიც გამოფენის მცირეწლოვანმა სტუმრებმა ფერადი საღებავებითა და პულივიზატორებით მოხატეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ სახლები  მიუსაფარი ცხოველებისთვის ზუგდიდში დაიდგა. 

 

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:  „თეგეტასთვის ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია და მიხარია, რომ Animal Project-თან ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის ბევრი აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მხარში დავუდგეთ იმ ხალხს, ვინც კარგად იციან ცხოველების საჭიროებები. ვფიქრობ, რომ ზუგდიდში გამართული ღონისძიება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას მიუსაფარი ცხოველების შესახებ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ „თეგეტას“ ჩართულობით, თბილისის შემდეგ, ცხოველებისთვის სახლები უკვე ზუგდიდშიც განთავსდა.“ 

Feel the PAWer of love in Zugdidi რამდენიმე აქტივობას მოიცავდა: „მეტისების არაჩვეულებრივ გამოფენას,“ ქუჩიდან აყვანილი ცხოველების ფოტო-გამოფენას, ბროშურების გავრცელებას, საბავშვო და გასტრონომიულ კუთხეებს, ლეკვების კუთხეს, საიდანაც  სამი მიუსაფარი ლეკვი გაჩუქდა. მოეწყო ზუგდიდის რეგიონის მეწარმეების მიერ შექმნილი ნივთების ბაზრობა, რომლისგან შემოსული თანხაც მიუსაფარი ცხოველების გადარჩენას მოხმარდება.

 

ზუგდიდში გამართული ღონისძიება რეგიონში ცნობიერების ამაღლებაზე ფოკუსირებული პროექტის ნაწილია, რომელსაც Animal Project ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს.    

 

 

               

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...