2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოძრაობა სირცხვილია დღეს 22:00-საათიდან აქციას მართავს რუსთაველის გამზირზე

მოძრაობა სირცხვილია, დღეს, 9 ნოემბერს, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე, აქცია გეგმავს თბილისის პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე.

არ გემორჩილებით! - წერენ მოძრაობის წევრები თავის განცხადებაში, რადგან თვლიან, რომ შეზღუდვები, რომელიც დღეს ამოქმედდება, ხელისუფლებამ სინამდვილეში საპროტესტო გამოსვლების პასუხად დაადგინა.

საპროტესტო გამოსვლების პასუხად, ხელისუფლებამ 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილება აკრძალა.

ამიტომ დღეს პარლამენტის წინ ერთად გამოვუცხადებთ დაუმორჩილებლობას მთავრობის შეზღუდვებს!

ხელისუფლებამ გუშინ ისევ არაპროპორციული ძალის გამოყენებით, სიცივეში ცივი წყლითა და ცრემლსადენი სითხით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.

და იცით, სადამდე გაუვათ? სანამ საკუთარ სახლებში კომფორტულად მოკალათებულები დაკავებული ადამიანების რაოდენობასა და დასახიჩრების ტიპებს 7 ნოემბერს, 26 მაისსა და სხვა თარიღებს შევადარებთ.

სანამ ეკრანებთან ჩასაფრებულები დავაკვირდებით, ვინმე ისე ხომ არ იქცევა, მისთვის წყლის ჭავლის მიშვერა რომ ღირდეს.

სანამ უსამართლობაზე გაბრაზების ნაცვლად - შიში შეგვიპყრობს.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბიძინა ივანიშვილო! ჩვენ შენი არ გვეშინია.

შენი მხოლოდ შენს დაქვემდებარებულ მონებს ეშინიათ. ნამუსის ფულზე გამყიდველ მონებს. ეშინიათ იმ “მუშკეტერებსაც”, კორონავირუსი რომ უფრო დიდ საფრთხედ ეჩვენებათ და “პოლიტიკაში არ ერევიან”, ამიტომ, წყლის ჭავლით გაწუწულ ადამიანებზე ხმას ვერ იღებენ.

და ალბათ, ეს არის, ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ბედი. ცემისა და დაშინების მიუხედავად, ღირსებას არ ვთმობთ. გიკვირს, არა?

ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ,

ჩვენ, ვინც ყველაფრის მიუხედავად გამოვალთ გარეთ
და ხმას შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
და საპროტესტო წერილებზეც მივაწერთ სახელს…

შენი დღეები დათვლილია! არ გემორჩილებით!

- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები