2 0 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა ჩვენ კურორტებზე ზაფხულში"

პრემიერმინისტრი საკურორტო ზონებზე პასუხისმგებელ პირებს მიმართავს და მათ ბოლო გაფრთხილებას აძლევს.

მამუკა ბახტაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა, უკმაყოფილოა საზაფხულო და ზამთრის კურორტების მომზადების დონით.

განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„მე განვაცხადე, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა ჩვენ კურორტებზე ზაფხულში. ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ზამთარში. ყველას კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება მკვეთრად, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად ნაკადის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, მათთვის ბოლო გაფრთხილებაა, რომ ასეთი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები