0 9 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქვისთვის კი არ უნდა გამოეხატათ მწუხარება…სადაა მთავრობა, სადაა თავდაცვის მინისტრი?” – ჭირისუფლის მიმართვა ხელისუფლებას

„ქვისთვის კი არ უნდა გამოეხატათ მწუხარება, ჩვენთვის უნდა ეთქვათ მშობლებისთვის“-ეს განცხადება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული ზაურ თენიაშვილის დედამ გააკეთა. ის მთავრობის წევრების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. ნუნუ თენიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას შვილმკვდარი მშობლების ეშინია და სწორედ ამ მიზეზით მივიდნენ ისინი მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე 7 აგვისტოს და არა 8-ში, როდესაც ადგილზე აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების მშობლები მიდიან.

„დღეს ავტობუსები უნდა იდგეს იქ და მშობლები მიყავდეს და მოყავდეს. სად არიან? სად არის მთავრობა? ჩვენი თავდაცვის მინისტრი სად არის? დღეს უნდა მოვიდნენ. ჩვენ შვიდში აქ არ ამოვდივართ. ჩვენი საერთო ტრაგედია არის 8. ჩემი ცხრაშიადაღუპული მაგრამ ერთი რიცხვია გაკეთებული და 8-ში ამოვდიოდით ყოველთვის 10 წლის განმავლობაში. მაგრამ ახლა სად არიან? მაგრამ ეშინია ამ მთავრობას. თუ სხედან, ჩვენი შვილების გამო სხედან სკამზე თორემ დღეს შეიძლება სხვანაირი მდგომარეობა ყოფილიყო საქართველოში. ისედაც სხვანაირია. ქვისთვის კი არ უნდა მიეცათ მწუხარება, ჩვენთვის უნდა ეთქვათ მშობლებისთვის. დედამ რომელმაც შვილის ვერ ნახა ისე ჩადეს მიწაში, ის არაა დედა?,“-განაცხადა ნუნუ თენიაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები