0 9 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთავში ძროხა “დააპატიმრეს”

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ გონაშვილის სახელობის სკვერში მსხვილფეხა პირუტყვი შეამჩნიეს. ადგილზე მალევე მივიდნენ ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრს” თანამშრომლები და პირუტყვის გადაყვანა სპეციალურ სადგომზე მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, მესაკუთრის დაჯარიმებას იწვევს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, პირუტყვის მესაკუთრე 50 ლარით დაჯარიმდება, გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები კი ასეთია, გადაყვანა – 70 ლარი, დღიური მოვლა-პატრონობა 30 ლარი.

ცნობისთვის, რუსთავის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დაცვა და კონტროლის განხორციელება ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრს” ევალება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები