1 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა, რომელიც 1-ელი ნოემბრიდან იგეგმებოდა, გადაიდო

თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა პირველი ნოემბრით, გარკვეული პერიოდით გადაიდო.

ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.

თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება“, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები