0 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინდონეზიის პოლიციამ გეი წვეულებაზე 141 მამაკაცი დააკავა

ინდონეზიის პოლიციამ  გეი წვეულებაზე  141 მამაკაცი დააკავა, შემთხვევა კვირას, შუაღამისას დედაქალაქ ჯაკარტას ერთ-ერთ საუნაში მოხდა.

პოლიციელთა ცნობით, წვეულებას ბრიტანეთის და სინგაპურის მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.  მათი განცხადებით, ჰომოსექსუალიზმი ინდონეზიაში კანონით არ ისჯება და დაკავების მოტივი სულ სხვაა. არსებობს ვარაუდი, რომ რამდენიმე დაკავებულს ბრალს პორნოგრაფიის გავრცელებისთვის წაუყენებენ. BBC-სთან  საუბრისას პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ აჯეჰის პროვინციაში, სადაც ჰომოსექსუალიზმი კანონით ისჯება, 2 კვირით ადრე, სექსუალური კავშირის დამყარებისთვის ორი მამაკაცი დააკავეს. თუმცა, ეს შემთხვევა განსხვავებულია.  გეი წვეულებაზე მასობრივი  დაკავების ფაქტი არაა პირველი ინდონეზიაში. 1 თვის წინ, ქალაქ სურაბაიაში ანალოგიური ბრალდებით  14 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები