0 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არეულობა საფრანგეთში - მარი ლე პენის მეორე ტურში გასვლას პროტესტი მოჰყვა

საფრანგეთში გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგად, მეორე ტურში გამარჯვებისათვის ორი კანდიდატი იბრძლოლენს: იმანუელ მაკრონი და მარი ლე პენი.

ულტრამემარჯვენე მარი ლეპენის მეორე ტურში გასვლას უკვე მოჰყვა პროტესტი. დემონსტრანტებმა გადაწვეს მანქანები, ცეკვავდნენ ცეცხლის გარშემო და ისმოდა ლე პენის საწინააღმდეგო ფრაზებიც.
ანტიფაშისტებმა დემონსტრაციის გამართვის ადგილად ბასტილია აირჩიეს, სადაც საფრანგეთის რევოლუცია იშვა. ისინი ანტინაციონალირ სიმღერებს მღეროდნენ.დემოსტრაციის მონაწილეები წითელ დროშებს აფრიალებდნენ და ყვიროდნენ “არა მარის და არა მაკრონს“. ისინი არჩევნების პირველი ტურის შედეგებით არიან აღშფოთებულები.მოგვიანებით 300 ადამიანი შეგროვდა და მშვიდობიანი პროტესტი გამოხატა არჩევნების შედეგის მიმართ.  ისინი წითელ დროშებს აფრიალებდნენ და ცეკვავდნენ  ცეცხლის გარშემო. პროტესტი ასევე გამოთქვა 200 ახალგაზრდამ  მარი ლე პენის წინააღმდეგ. ისინი ხალხს ცენტრისტი იმანუელ მაკრონის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდნენ და მღეროდნენ:’’მაკრონი, რადგან მთელ მსოფლიოს სძულს ნაციონალისტთა ფრონტი“.
არჩევნების ღამეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სამი ადამიანი დააკავეს, თუმცა სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა.დღეს კი 50, 000-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმერი იცავს  პარიზის უსაფრთხოებას.
პროტესტის ფონზე მარი ლე პენი მეორე ტურში გასვლას აღნიშნავდა პარიზიდან 120 მილის დაშორებით მომხრეებთან ერთად, სადაც უსაფრთხოების ძალები განსაკუთრებული სიფრთხილით მუშაობდნენ.
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ლე პენსა და მაკრონს 7 მაისს მოუწევთ საბოლოო გამარჯვების მოპოვება.ლე პენი პირობას დებს, რომ გამარჯვების შემდეგ რეფერენდუმს ჩაატარებს, რომლის მიხედბიუთაც გადაწყდება დატოვებს თუ არა საფრანგეთი ევროკავშირს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები