0 1 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გოგონა, რომელმაც წონაში კუჭის ოპერაციით დაიკლო, საზოგადობის დაცინვის ობიექტი გახდა

   კაილი 21 წლის გოგონაა ფლორიდიდან. მას ბავშვობაშივე დაუდგინეს ნელი მეტაბოლიზმი (ნივთიერებათა ცვლა) და როცა ის 18 წლის გახდა, უკვე 321 ფუნტს იწონიდა. მას ჩაუტარდა კუჭის ოპერაცია და მან 142 ფუნტი დაიკლო,თუმცა იმაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე.

"ვფიქრობდი, რომ წონას ქირურგიული ჩარევით დავიკლებდი და ეს გამაბედნიერებდა, მაგრამ ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ასეთი საშინელი კანი მექნებოდა ოპერაციის შემდგომ."

კაილის ბრძოლა წონასთან 5 წლის ასაკიდან დაიწყო. მან უამრავი დიეტა სცადა, მაგრამ დიეტის დროსაც კი იმატებდა.

"დიდი წონის როცა ვიყავი, ჩემი ცხოვრება იყო საცოდაობა. არ მინდოდა ხალხთან ურთიერთობა, რადგან მეგონა, რომ ყველა დამცინოდა".

კაილის დედამ განაცხადა, რომ ის ყოველთვის ამხნევებდა შვილს და მეტ ფიზიკურ ვარჯიშს სთხოვდა, მაგრამ ამან არაფერი უშველა. კაილი წონაში მატებას კვლავ განაგრძობდა.ბევრი უშედეგო ცდის შემდეგ, კაილიმ გადაწყვიტა კუჭის ოპერაციის გაკეთება. მისი მშობლები თავდაპირველად სკეპტიკურად იყვნენ ამის მიმართ განწყობილნი, მაგრამ მათ მხარი შვილის ოცნებებს დაუჭირეს. ამის მიუხედავად,  ოპერაციამ  კაილის უფრო ცუდი შედეგი მოუტანა.

მართალია, კაილიმ დაიკლო ის წონა რაც უნდოდა, მაგრამ ახლა კვლავ უწევს ხალხისგან დამალვა, რადგან უშნო და ზედმეტი სიმძიმის კანი აქვს ჩამოკიდებული სხეულზე.

"ჩემი კანი საშინლად გამოიყურება. ის ჩამოშვებული და ანომალიურია. მე ისევ ვემალები ხალხს. აღარ მინდა პატიმარი ვიყო.დახმარება მჭირდება."

კაილის კვლავ მოუწევს საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა.

                                                                        ავტორი: მაგდა ბატიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები