0 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აფეთქება და ხანძარი პარიზის მეტროში - დაშავდა 8 ადამიანი

საფრანგეთში პარიზის მეტროსადგურ  Place d’Italie-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ფრანფული მედია იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარის გამო, მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, სადგურზე აფეთქებაც მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, არ უკავშირდება ტერორიზმს. ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. 

ფრანგი ჟურნალისტი რემი ბუისინი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ზოგიერთ მათგანს ხანძრით გამოწვეული დაკვამლიანების გამო სუნთქვის პრობლემები შეექმნა.

ჯერჯერობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური უწყებების კომენტარი არ გავრცელებულა.მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები