„თეგეტა ჰოლდინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით...
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
|
„თეგეტა ჰოლდინგი“ გლობალურ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა, რომელიც წელს 23 მარტს აღინიშნა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰოლდინგის ფილიალებში 20:30-დან 21:30-მდე არასაჭირო ელექტროენერგია გაითიშა.
„დედამიწის საათი” მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი აქტივობაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ყოველ წელს ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს. „დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) აღნიშნა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა აქტივობამ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მას მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებიც შეუერთდნენ.
გლობალური ინიციატივა ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს, როგორებიცაა კლიმატური ცვლილებები, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პლანეტის გადასარჩენად. გასულ წელს, ამ ინიციატივის ფარგლებში, 190-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანებისა და პასუხისმგებლობიანი ინსტიტუტების გაერთიანებით პლანეტას 410,000 საათი ვაჩუქეთ.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „დედამიწის საათის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ შეხსენებაა. „თეგეტა“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, სიამოვნებით შეუერთდა ამ გლობალურ კამპანიას, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბუნებრივი რესურსების დაზოგვაში, რაც, ვფიქრობთ, ამ საუკუნის მთავარი გამოწვევაა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენს ფილიალებში არასაჭირო ელექტროენერგიის გამორთვით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ პლანეტის უსაფრთხო მომავლისკენ. გლობალურ აქტივობაში ჩართულობის გარდა, გვქონდა საინფორმაციო კამპანიაც, რომლის ფარგლებშიც ჩვენს თანამშრომლებს მივაწოდეთ ინფორმაცია „დედამიწის საათის“ შესახებ და მოვუწოდეთ, საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან ამ დღეს ერთი საათით უარი ეთქვათ არასაჭირო ელექტროენერგიაზე და ჩართულიყვნენ გარემოს დაცვით აქტივობაში. გვიხარია, რომ „თეგეტასა“ და მისი დიდი გუნდის ჩართულობით დედამიწას ზრუნვის ერთი საათი ვაჩუქეთ.“
გარემოს დაცვაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვის სხვადასხვა ღონისძიებაში და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“ შეემატა, რომელიც კომპანიის კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ. ამის შემდეგ „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამმუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას.
__
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარ...
მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმ...
„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 13 ივლისის ჩათვლით, კოკა რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით „პლატფორმა მოვლენისთვის” მასპინძლობს. გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ ხელო...
ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა. 700-ცხენისძალია...
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, ზედიზედ მესამედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა. თიბისიმ აღიარება შემდე...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები