1 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნელი დოროყაშვილს მხრის ზედაპირზე სისხლნაჟღენთი ჰქონდა - მსგავსი სახის დაზიანება რაიმე მკვრივი ბლაგვი სახის საგნით არის მიყენებული: სამედიცინო ექსპერტი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს მხრის ზედაპირზე სისხლნაჟღენთი ჰქონდა.

მისივე განმარტებით, მას ნელი დოროყაშვილმა განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დოროყაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტრავმის მიღების დღეს მას თავის ტკივილი ჰქონდა.

„მას ჰქონდა სიმპტომები და ნიშნები, რომელიც ემოციურ მდგომარეობას მიეკუთვნებოდა. მარჯვენა მხრის შიდა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც მსუბუქი ხარისხის დაზიანებას მიეკუთვნებოდა ჯანმრთელობის მოშლის გარეშე“,- განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა.

მისივე თქმით, მსგავსი სახის დაზიანება რაიმე მკვრივი ბლაგვი სახის საგნით არის მიყენებული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები