1 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისი-აგვისტო სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სკოლების პერსონალს მოუწოდებს, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე დარჩენილი დრო აქტიური ვაქცინაციისთვის გამოიყენონ. აღნიშნული განცხადება თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა:

“იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს 1,5 მილიონი ვაქცინა და კიდევ 1 მილიონს ველოდებით. სკოლებთან მიმართებაში პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაცია არის რომ ივლისი და აგვისტოს თვე სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, იმისთვის რომ სასწავლო წელს სკოლები დახვდეს უსაფრთხო გარემოში. დღეს შეზღუდვა გამოსავალი სკოლის პირობებში არ არის, არც დისტანციური სწავლა არაა ამ პრობლემის გადაწყვეტა. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები