1 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

20-მდე აბიტურიენტი კოვიდინფექციის გამო ეროვნულ გამოცდაზე ვერ გავიდა

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, 20-მდე აბიტურიენტი კოვიდინფექციის გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვერ გავიდა, თუმცა, ისინი გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ.

ამის შესახებ გორგოძემ ჟურნალისტებს მუხიანში, #175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში განუცხადა, სადაც ის გამოცდების პროცესს აკვირდება.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით 6:00 საათიდან 25 სააგამოცდო ცენტრია გახსნილი.

„ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია პირველ სესიაზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვისაც კოვიდინფექცია დაუფიქსირდა და ისინი ცალკე სესიაზე იქნებიან დაბარებული.

რაც შეეხება რეგულაციებს, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს აბიტურიენტებს მოუწევთ პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. გარდა ამისა, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს გვაქვს ორი სესია – დილის და შუადღის სესია. აბიტურიენტები შემობრძანდებიან, გაივლიან თერმოსკრინინგს და დეზობარიერს, დაიმუშავებენ ხელებს და ამის შემდეგ განთავსდებიან სექტორებში, სადაც არაუმეტეს 10 აბიტურიენტია. მერხები დისტანციით არის განლაგებული და თითოეული მერხის წინ განთავსებულია ფარი“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები