2 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კობალაძის ქუჩაზე გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი იპოვეს

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მეზობლების თქმით, სავარაუდოდ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მაღალი სართულიდან გადმოხტა ან გადმოვარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა დილით 6 საათზე მოხდა. 

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ მე-19 სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილია ქალიც. ის 26 წლის იყო და ბოლო რამდენიმე თვეა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა. 

აჭარის მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები