2 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„კატალიზატორი გავყიდე და იმ ფულით ძაღლი ვიყიდე”- თამრიკო ჭოხონელიძე

ყველასათვის საყვარელ მომღერალს ძაღლისა და ფრენის შიში აქვს. თამრიკო ამბობს, რომ ფობიის მიუხედავად ძაღლები ყოველთვის უყვარდა და მათ მიმართ მზრუნველობით გამოირჩეოდა, თუმცა ფიზიკურად ვერ ეხებოდა, ახლა კი 50 წლის ასაკში ეს შიში დაამარცხა. 

როგორ შეძლო მომღერალმა, ამ დაბრკოლების გადალახვა და როგორ იყიდა ყველაზე მეგობრული ცხოველი, ამის შესახებ თამრიკო ჭოხონელიძემ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ფობია, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებდა, ძაღლის საშინელი შიშია. ისე გადავცდი 50 წელს, ვერაფრით წარმომედგინა თუ ამ ფობიის დაძლევას შევძლებდი, მაგრამ მე ეს მოვახერხე. მანამდე ვიარე ფსიქოლოგთან, ძალიან ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. შიშის მიუხედავად, ძაღლები ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მათ შორიდან ვუყურებდი და ვტკბებოდი. საკმარისი იყო ახლოს მოსულიყო, რომ შეიძლება, ისე ცუდად გავმხდარიყავი, გული წამსვლოდა. გამორიცხული იყო, ხელით შევხებოდი, თუნდაც პატარა ლეკვს. იგივე მჭირს კატებსა და ჩიტებზე – ეს საშინელი შეგრძნებაა. ახლა პატარა იორკი მყავს. დიდი თავგანწირვა შემძლებია – ელენეს ძალიან დიდ სურვილს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ჩემი ინიციატივით შევიძინე ძაღლი. ძალიან პატარა იყო, 700 გრამს იწონიდა და ნელ-ნელა დავიწყე მისი შეხება, ბოლოს ხელშიც ავიყვანე და ამის ამსახველი ფოტო რომ გამოვაქვეყნე, მთელი საახლობლო შოკირებული მირეკავდა (იცინის). ნახევარი წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ და ჩემში დიდი გარდატეხა მოხდა. ელენეს ისე უნდოდა ეს ძაღლი, დავიწყეთ ძებნა მის შესაძენად და 500 დოლარად ვიპოვეთ. ამ გაჭირვების დროს არ გვქონდა ეს თანხა და სასაცილო ისტორია შეგვემთხვა – ჩემი მანქანის კატალიზატორში შემომთავაზეს 1 500 ლარი. ჩვენი „ფაქიზო“ აღმოჩნდა ჩემი კატალიზატორი, რომლისგან მიღებულ თანხას კიდევ დავამატე და ასე შეგროვდა 500 დოლარი, რომელმაც ელენე უზომოდ გააბედნიერა და მე ფობია გადამალახვინა.

მთელი ცხოვრებაა ამ ფობიის მიზეზს ვიკვლევ, მაგრამ ვერ ვპოულობ. ალბათ, წინა ცხოვრებიდან მოდის, თორემ, ჩემთვის ძაღლს არასდროს უკბენია, არც უსიამოვნოდ გასახსენებელი ისტორია შემმთხვევია, რის შემდეგაც ეს შიში დამეწყო“, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე „თბილისელებთან“ საუბრისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...