0 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქვეყანაში უკვე არის კუმულაციური იმუნიტეტი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა ის მართვას ექვემდებარება. 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობიდან, საკმაოდ ბევრს - 20%-ს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი და შესაბამისად ქვეყანაში გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი არის. 

"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტ-აპრილში იყო. მაგრამ ეს ვითარება საკმაოდ კარგად იმართება. დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 788, დაახლოებით 10 000-მდე ტესტის ფონზე. დღევანდელი ეპიდვითარება არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჟანგბადი, წამლები და ა.შ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 75%-ია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95%-ზე, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება. 

საქართველოში  საკმაოდ ბევრს - 20%-ს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, შესაბამისად არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. ასევე, მოდის თბილ ამინდები, ამ ვირუსზე კი მზის სხივი მოქმედებს,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები