0 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავრობა დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს, კომენდანტის საათს ძალაში ტოვებს

საკოორდინაციო საბჭო დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს, თუმცა კომენდანტის საათს კვლავ ძალაში ტოვებს. გარდა ამისა, საბჭო მოუწოდებს საჯარო და კერძო სექტორს, მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

“მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით კვლავ ნარჩუნდება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00-მდე, ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან მოქმედი შეზღუდვა, რაც გულისხმობს, რომ მუშაობს მხოლოდ გატანის სერვისი.

როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე”,– განაცხადა უწყებათაშორისი საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი, ასევე, საზღვარზე შემოსული პირების PCR კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ.

“კიდევ უფრო გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე, ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია”, – აღნიშნა ღიბრაძემ ბრიფინგზე.

საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს ხანდაზმულებს, სახლში დარჩნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები