0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ჩემს თავში ხმები ისმისო და რა ვუყო ამ ხმებსო. რაღაცა მკვლელობაზეც ეწერა, რომ 7-ს თუ არა, 6-ს კაცს მაინც მოვკლავო და ინიციალებით ეწერა.." - რა წერია გაუჩინარებული გოგონას წერილში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან გაუჩინარებულ 17 წლის მარიამ ბურჭულაძეზე მისი კლასელები საუბრობენ.

მათი თქმით, გოგონა თავის თავში ჩაკეტილი იყო. რაც შეეხება ვერსიას, შეიძლება იყოს თუ არა მარიამის გაუჩინარების მიზეზი ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი", გოგონა ამბობს, რომ სოფელში ეს ვერსიაც განიხილება, თუმცა მოზარდის სხეულზე დაზიანებები არავის შეუმჩნევია. 

არსებული  ინფორმაციით, ნაპოვნია მარიამის ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი, რომელიც პოლიციამ უკვე წაიღო და სწავლობს.

"მის ოთახში იყო წერილი, ეწერა, რომ ჩემს თავში ხმები ისმისო და რა ვუყო ამ ხმებსო. რაღაცა მკვლელობაზეც ეწერა, რომ 7-ს თუ არა, 6-ს კაცს მაინც მოვკლავო და ინიციალებით ეწერა პირველი ასოები - მასწავლებლის ინიციალები ეწერა და მკვდარი კაცი ეხატა, ხელმოჭრილი. ჩემს მისიას ავასრულებო, ინგლისურად ეწერა 2 ფურცელზე.

ის კი მქონდა შემჩნეული, რომ ბოლო 1 თვე დადიოდა სკოლაში, მანამდე არ უვლია და ჩემი აზრით დაგეგმილი ჰქონდა რომ წასულიყო," - ამბობს მისი კლასელი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები