0 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აუცილებლად უნდა შემოვკრათ განგაშის ზარებს! – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ “განგაშის ზარებს უნდა შემოვკრათ”, რადგან “საქართველოსთვის ყოველდღიურად 300-400 შემთხვევა არ არის ცოტა.”

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გარკვეულწილად დასტაბილურდა, მაგრამ მარტის განმავლობაში მაჩვენებლები უკვე ქვემოთ აღარ ჩამოდის, ანუ ვეღარ მცირდება და გარკვეული პერიოდულობით პირიქით, გაუარესებაა. ბოლო ათი დღის განმავლობაში იყო გაუარესება, დღეს ისევ დამამაშვიდებელი მონაცემებია. საქართველოსთვის ყოველდღიურად 300-400 შემთხვევა არ არის ცოტა, ანუ აქტიური შემთხვევების რაოდენობა, ვინც იმყოფებიან საავადმყოფოში ან ბინაზე, თანდათან იმატებს, რაც იმის ნიშანია, რომ აუცილებლად უნდა შემოვკრათ ე.წ. განგაშის ზარებს, რადგან უცებ შეიძლება, ნახტომისებური ზრდა იყოს ქვეყანაში“, -თქვა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

მისივე განმარტებით, თუ პირბადის მაჩვენებელი 90%-ის ფარგლებში იქნება, მესამე ტალღას ავცდებით, ახლა კი 43%-ია.

„ხაზს ვუსვამ, მესამე ტალღის ალბათობა და რეალური რისკი არსებობს და მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მივცეთ ამის შესახებ ინფორმაცია. აცრა ინფექციის ცირკულაციის შემცირებაზე სწრაფ ეფექტს არ მოგვცემს, ამიტომ სასურველი იქნება, დავიცვათ ის ძირითადი რეკომენდაციები, რაზეც ვსაუბრობთ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ახლა 43%–ზეა ჩამოსული, 50%–ს ქვემოთ უკვე საგანგაშოდ ითვლება. 90%–ის ფარგლებში თუ გვექნება, მაშინ შეიძლება, მესამე ტალღას ავცდეთ. პირბადესთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს თავყრილობების პრევენციას, დისტანციის და ჰიგიენური ნორმების დაცვას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები