0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

100 დოზა ცნობილი ადამიანებისთვის – სამინისტროს ახალი ინიციატივა

“ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ძალისხმევით იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს”. – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი 55 წლის ზემოთ იქნება.

თამარ გაბუნია:

“ამდენად, როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, რეგისტრაცია გაიხსნება 55 წელს ზემოთ პირებისთვის. მსოფლიო მონაცემები მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30 პროცენტი არის ის რაოდენობა, რომელსაც სურს, რომ ვაქცინაცია გაიკეთოს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი, რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს. შესაძლოა, 100 დოზა გამოყოფილი იყოს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ცნობილი ადამიანებისათვის, ამას კარგად სჭირდება დაგეგმვა და საზოგადოების ჩართულობა”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები