0 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გორში მგზავრებით სავსე ავტობუსი მძღოლმა თავის საქმეზე წაიყვანა

გორში, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა მოძრაობის მარშრუტი საკუთარი სურვილით შეცვალა და მგზავრები პირად საქმეზე წაიყვანა. 

ახალგაზრდა მამაკაცმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან გვითხრა, რომ ეს ფაქტი გუშინ, 15 მარტს მოხდა.

“დიდი ისტორია არ არის და ძალიან რომ არ გავწელო, იმ მომენტს მოვყვები, როცა თბილისიდან
ჩამოსული გაჩერებაზე ვიდექი, ცალფეხზე მდგომი, ჩაფუთნული და “მოჟამული” სახით, საზოგადებრივ ტრანსპორტის მოლოდინში. ძველი მარშუტკები ახალ, თანამედროვე ავტობუსებს ჩაუნაცვლებია, ეს ფაქტი მომეწონა. ტრანსპორტის ნომრები და მოძრაობის მიმართულება ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა, ამიტომ ასვლისთანავე მძღოლს ვკითხე, კონკრეტულ ადგილას თუ გაივლიდა, სანამ მან გაიგო, მგზავრებმა დამიდასტურეს და მშვიდად დავჯექი კომფორტულ სავარძელზე.

რომ გავიხედე, ფანჯრიდან აშკარად მიმართულება შეცვლილი ჰქონდა, მგზავრები პანიკამ მოიცვა “გააჩერე, გააჩერე” და გააჩერა… ლოგიკური კითხვა დაისვა ჩვენი მხრიდან, სად მიდიოდა და რატომ არ გაგვაფრთხილა, თუ მარშრუტს ცვლიდა.

პასუხი – “ხოოო აიი ჯიგრებო, აქვე უნდა გაუარო პატარა საქმეე მააქ და მიგიყვანთ ყველასაო” – წერს მოქალაქე.

ქართლი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები