0 8 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნამახვნჰესის პროექტის შესაბამისობას, არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან, განიხილავს კომპანია "Ramboll".

პროექტის შესაბამისობას, არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან, განიხილავს კომპანია "რამბოლი", როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი. 

"რამბოლი" მაღალი რეპუტაციის მქონე მულტინაციონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მოქმედებს პირველი კლასის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სახელით. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ სტაბილურობას და ასევე გარანტიას იღებს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე, რომელიც ეხება, როგორც სოციალურ და გარემოსდაცვით მდგრადობას, ასევე უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობას.

“რამბოლი“ 1945 წელს დანიაში დაარსდა. 

მას ჰიდროენერგეტიკის სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ჰიდროენერგეტიკის ყველა ასპექტსა და სექტორს, კაშხლებს, ელექტროენერგიის განაწილებას, ინფრასტრუქტურასა და სამშენებლო სამუშაოებს. 

ნამახვანის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის კუთხით, დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობა, კიდევ ერთი მანიშნებელია საერთაშორისო ნდობისა და გარანტიისა, რომ ინვესტორი ნამახვანჰესის გსზშ (გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიში) და ნებართვები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და განსაკუთრებით კი ეკვატორის პრინციპებს (Equator Principles).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები