0 5 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართვეელოში covid-ის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 5 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. 

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 511 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR ტესტით. 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 232 079-ს. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 222 787-მდე. 

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 420, ქვემო ქართლი - 142, შიდა ქართლი - 154, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201, კახეთი - 185, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც, 4 012 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 944, აჭარაში - 365, იმერეთში - 763. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 93, იმერეთში - 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 22, იმერეთში - 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 - თბილისში, 457 - აჭარაში, 26 - იმერეთში. 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 144, აჭარაში - 46, ხოლო იმერეთში - 64. 

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 208 პირი. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 021 პირი, აჭარაში - 1 970, იმერეთში - 2 473”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები