0 8 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჭავჭავაძის გამზირი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, როგორ უნდა დაიგეგმოს დედაქალაქის ქუჩები - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს დედაქალაქის ქუჩები. როგორც მან საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია მოხდეს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს დედაქალაქის ქუჩები და როგორ უნდა გადმოვიტანოთ ის საუკეთესო სტანდარტი, რომელიც ყველა განვითარებულმა, დიდმა ქალაქმა გააკეთა", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერიის პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება წახალისებული იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები