1 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში გარდაცვლილი ტრანსგენდერების ხსოვნის საპატივსაცემო ბანერი დაწვეს

თბილისში გარდაცვლილი ტრანსგენდერების ხსოვნის პატივსაცემად გაკრული ბანერი დაწვეს. "თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, ბანერი რადიკალურმა ნაცისტურმა დაჯგუფებამ დაწვა. ორგანიზაციის დამფუძნებლის, გიორგი თაბაგარის თქმით, ბანერის დაწვის ვიდეო, პირად შეტყობინებად, მუქარის სახით დამნაშავემ თავად გაუგზავნა. ვიდეოში სახეები იდენტიფიცირებული არ არის.

 "ჩვენ გვერდზე მოგვივიდა შეტყობინება, ვიდეო, სადაც ნაცისტური რადიკალური დაჯგუფებები ხსნიან პლაკატს, ცეცხლს უკიდებენ და აკეთებენ "ნაცი სალუტს", რომელიც მუქარასავით გამოგვიგზავნეს პირად შეტყობინებაში, მათი სახეები იდენტიფიცირებული არ არის, მაგრამ ვფიქრობთ იმ გადასასვლელში პოლიციას შეუძლია მარტივად მოიპოვოს კადრები", – ამბობს გიორგი თაბაგარი.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბანერის დაწვა, ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლის ღირებულების გაუფასურებას ნიშნავს.

შეგახსენებთ, ბანერი წარწერით "ჩვენ გვახსოვს" თბილისში გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში "თბილისი პრაიდის" წევრებმა 20 ნოემბერს, ტრანსგენდერი ადამიანების ხსნოვნის დღეს გააკრეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები