1 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თენგის ცერცვაძე ზურაბიშვილს საჯარო მადლობას უძღვნის: თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა თანადგომისთვის

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სოციალურ ქსელში  ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისათვის ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩვენი მოკრძალებული საქმიანობის პოზიტიური შეფასებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და სრული მხარდაჭერა თქვენს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. დღეს ჩვენი ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების (მათ შორის პანდემიის) წინაშე და თქვენი, როგორც პრეზიდენტის და პიროვნების ფაქტორი ამ გამოწვევების წარმატებით დაძლევაში მნიშვნელოვანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები