1 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცერცვაძე: ე.წ. ლოკდაუნის შემთხვევაში მოიკლებს სიკვდილიანობისა და ინფიცირებულთა მაჩვენებელი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას შეამცირებს. ამავდროულად, ცერცვაძე აცხადებს, რომ ე.წ. ლოკდაუნით მოსახლეობის ნაწილი ეკონომიკურად დაზარალდება.

ცერცვაძის განცხადებით, ე.წ. ლოკდაუნის არ გამოცხადების შემთხვევაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 4 000-მდე გაიზრდება.

“როგორც ექიმი ვიტყვი, რომ ლოკდაუნის გამოცხადების შემთხვევაში გამოწვევასთან გამკლავება იქნება უფრო მოკლე დროში და უფრო იოლი. ამას ახლავს ნეგატიური მხარე მოსახლეობისთვის, რომელსაც მთელი რიგი თავისუფლებები შეეზღუდება, რასაც როგორც გაირკვა, ჩვენი მოსახლეობა მტკივნეულად იტანს. გარდა ამისა, მოხდება ეკონომიკის რესეცია, რაც აისახება მოსახლეობის ნაწილის ცხოვრების დონეზე. მოიკლებს სიკვდილიანობისა და შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ მოსახლეობა სხვა მხრივ დაზარალდება. ახლა მთავრობამ და თუ გინდაც ხალხმა უნდა აირჩიოს რომელი ურჩევნია და რომელი დააზარალებს ნაკლებად ქვეყანას. მე მაინც ასე ვხედავ ახლა, რომ ხალხის შეკვეთაა, არ იყოს ე.წ. ლოკდაუნი, ხალხის ნაწილის შეკვეთაა, მოდი ასე ვთქვათ. ძალიან ძნელი გადასაწყვეტი. მსოფლიოში ეს ცალსახად ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გადაწყვიტა”, – აცხადებს ცერცვაძე.

მისი თქმით, ამერიკაში ტრამპის საპრეზიდენტო კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ არ დააწესებდა არანაირ შეზღუდვას, ხოლო ბაიდენი საპირისპირო მოწოდებით გამოდიოდა.

“ამერიკას ვერ გადაუწყვეტია რომელია უკეთესი. ჩემი შეფასებაა, რომ თუ ლოკდაუნს არ გამოვაცხადებთ, შემთხვევათა რაოდენობა 3 000-ს გადასცდება და 4 000-მდე ავა”, – განაცხადა ცერცვაძემ.

დღეს, 11 ნოემბერს ქვეყანაში ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 421 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან 566 პაციენტია გარდაცვლილი.

ჯამში საქართველოში ვირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები