0 6 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბადრი ჯაფარიძე - „ლელო“ არის შესაძლებლობა, რომ საქართველო გახდეს ფლაგმანი რეგიონში.

„ჩვენ უნდა დავასრულოთ „ქართული ოცნება“ და დავიწყოთ მუშაობა, რომ საქართველო გახდეს ფლაგმანი რეგიონში - ამ სიტყვებით, მოუწოდა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.  

რესპუბლიკის მოედანზე „ლელოს“ მიერ გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე ბადრი ჯაფარიძემ მოსახლეობას ასევე, 28 ოქტომბრის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა.  

„დღეს 28 ოქტომბერს შესრულდა ზუსტად 30 წელი საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების დღიდან. 1990 წლის 28 ოქტომბერს, ზვიად გამსახურდიას ლიდერობით, "მრგვალმა მაგიდამ" გაიმარჯვა და დაამარცხა კომუნისტური პარტია. უზენაესმა საბჭომ შეასრულა ისტორიული მისია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე: აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, შეიქმნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და მე მქონდა ბედნიერება ჩემ მეგობრებთან ერთად, ხელი მომეწერა ქვეყნის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო გადატრიალებამ შეაჩერა უზენაესი საბჭოს საქმიანობა და დღემდე არ არის შეფასებული ის უბედურება, რომელიც თავს დაგვატყდა მაშინ და მას შემდეგ“. 

საქართველოს მოქალაქეებს ბადრი ჯაფარიძემ „ლელო საქართველოს“  მთავარი მისია, მიზნები და უპირატესობები გააცნო

"ლელო საქართველოსთვის", შეიქმნა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დავუსვათ წერტილი სიძულვილს.  დავუსვათ წერტილი საზოგადოების დაყოფას, დანაწევრებას. ადამიანების ურთიერთდაპირისპირებას. ​ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელმაც საზოგადოებას შესთავაზა ყველაზე გამართული თანმიმდევრული გეგმა. გეგმა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ კრიზისიდან, სადაც შეგვიყვანა “ქართულმა ოცნებამ“. ეს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს იმ არაკომპეტენტურ და მავნებლურ  პოლიტიკას, რომელსაც წლებია აწარმოებს "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. 

„ლელოს“ გენერალური მდივანმა საკუთარ სიტყვაში ხაზი გაუსვა,  რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ, ახლად შექმნილი „ლელო“ შექმნის საქართველოს უპირატესობას რეგიონში.

31 ოქტომბერს ჩვენ უნდა დავასრულოთ  „ქართული ოცნება“ დავიწყოთ მუშაობა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ფლაგმანი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.  ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ფლაგმანი ეკონომიკურად, ფლაგმანი  ჯანდაცვის და განათლების სისტემების  და ინფრასტრუქტურის  განვითარებით დონით.  ასეთ ქვეყანას ავაშენებთ ჩვენ თქვენთან ერთად. ჩვენი გეგმის განხორციელება მოგვცემს საშუალებას  საქართველო დაბრუნდეს მის ისტორიულ ადგილზე - ევროპულ ოჯახში.  ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...