0 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლევან რატიანი მეხუთე ტალღაზე: "ასეთი მაღალი ციფრით არც ერთი ტალღა არ დაწყებულა, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში"

“ასეთი მაღალი ციფრით არც ერთი ტალღა არ დაწყებულა. ანუ, თუ ეს ტალღის დასაწყისია როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში,”-ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე 12 დღეა თავისუფალი ადგილი არ არის.

“ჩვენ კლინიკაზე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 12 დღეა არც ერთი თავისუფალი ადგილი კლინიკას არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ცუდი ინდიკატორია.

როგორც იძახიან ეპიდემიოლოგები, ეს არის მე-5 ტალღის დასაწყისი და რაც წინა პერიოდში მახსოვს და გადავხედე, ასეთი მაღალი ციფრით არც ერთი ტალღა არ დაწყებულა. ანუ, თუ ეს ტალღის დასაწყისია როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში.

თან მეორე მომენტია, უკვე იწყება სეზონური, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გავრცელება. ეს ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს პოპულაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის, ვინაიდან, შესაძლებელია, რომ ამ ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი, ან იყოს ერთი როდესაც არის სეზონური გრიპი და ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს ადამიანების მდგომარეობას,” – განაცხადა ლევან რატიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები