1 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-სთან კაცმა თავის დაწვა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კაცმა ბენზინი მიიტანა და თავის დაწვა სცადა.

პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს, თუმცა მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ადგილზე პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აქვს. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს და აცხადებს, რომ მამაკაცი ამ ტელეკომპანიას პირადად უკავშირდებოდა.

ექიმის თქმით, დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

„პაციენტი ამჟამად იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და გადის შესაბამის მკურნალობას. სხეულის სხვადასხვა უბნებზე აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით დაზიანებები. მდგომარეობა ჯერჯერობით ითვლება მძიმედ“, – ამბობს ექიმი გიორგი დავლიანიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები