1 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩვენ ასეთები ვართ, ისინი ისეთები არიან, რატომ გვეზიზღებიან ეს ადამიანები ასე? – ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე “ფორმულასთან” ამბობს: 

“ჩემზე კონსერვატულ ოჯახში საქართველოში ძალიან ცოტა თუ იქნება გაზრდილი და დაბადებული, მაგრამ მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყველა ჩემნაირი არ შეიძლება იყოს დაბადებული. რას ნიშნავს, რომ არ მივიღოთ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სექსუალურ უმცირესობას? 

ბევრი მათგანი ჩვენზე უფრო ნიჭიერი და განათლებულია. ვიყოთ უფრო ლაღები, თავისუფლები, ნუ ვიძაბებით, ნურავისზე ნუ ვძალადობთ, ნურავის ნუ ვესვრით ნურც კვერცხს, ნურც პომიდორს, მითუმეტეს ნურც ქვას და ტყვიას. ჩვენ ასეთები ვართ ისინი ისეთები არიან. რატომ გვეზიზღებიან ეს ადამიანები ასე, რომლებსაც ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ? სტატუსებს და კომენტარებს რომ ვკითხულობ, მე ამის უფრო მეშინია. მასობრივი ზიზღია საზოგადოებაში ამ ლგბტ თემის მიმართ. ეს ვერ ატანა უკვე ზედოზითაა საქართველოში.მე იმედი მაქვს, რომ ეს ზიზღი ერთ დღესაც სამარცხვინო გახდება ჩვენს ქვეყანაში.

მორწმუნეებს ამას ვეტყოდი- “გიყვარდეს მტერი შენი”-ო ხომ თქვა ჩვენმა მაცხოვარმა და არც არსად წერია ახალ აღქმაში რომ ამ ადამიანებს უნდა ვებრძოლოთ.

თავად უფალი იყო საოცრად მიმტევებელი და ტოლერანტული, მას ყველა უყვარდა და ამბობდა-“ქვა იმას ისროლოს, ვინც უცოდველიაო”… ჩვენი უბედურება იცით რაშია? ყველა უცოდველად თვლის თავს.

დღეს რომ ყოფილიყო მარიამ მაგდალინელის ისტორია, დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები 100 თუ 200 კაცი აიღებდა და ქვებს ესროდა”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...