2 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება, "ლოქდაუნზე" ვიფიქრებთ - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ დავიწყოთ საუბარი "ლოქდაუნზე", დახურვებსა და გამკაცრებებზე. 

თემაზე მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას ისაუბრა. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდეს. 

„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა - დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4%-ს ასცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოქდაუნზე, დახურვებზე, ხოლო შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი. გვინდა, რომ ეფექტიანი მართვის პირობებში ეკონომიკა არ გავაჩეროთ, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.67 %.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები