2 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ბოდიში ახლა, თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ! ჩვენი გართობა გახდა სალაპარაკო, ისედაც ცხოვრება მოგვბეზრდა, ისეთ რეალობაში ვართ!“ – ბედია შოუბიზნესის კლასტერზე

სოფო ბედია ერთ-ერთი იყო შოუბიზნესის იმ წარმომადგენელთა შორის, რომლებიც კომპოზიტორ ცირა ბზიშვილის დაბადების დღეს დაესწრნენ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მყოფი რამდენიმე ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა, მათ შორის, თავად იუბილარიც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

სოფო ბედიამ დაწერა, რომ თავად კორონავირუსი გადატანილი აქვს და არავისთვის წარმოადგენდა საფრთხეს.

„რეგულაციებს არ ვარღვევ და კანონმორჩილი ადამიანი ვარ! კორონა 3 თვის წინ გადავიტანე ( საკმაოდ მსუბუქად), იზოლირებულად და ყველანაირი წესის დაცვით! საფრთხეს არ წარმოვადგენ არავისთვის და არც არასოდეს შევუქმნი პრობლემას!

30 მარტს ჩემი მეგობრის ცირა ბზიშვილის დაბადების დღე აღვნიშნეთ ვიწრო წრეში! შევიკრიბეთ 15 ჯანმრთელი ადამიანი სრული წესების დაცვით, 5 კაცი ვისხედით თითო მაგიდასთან! 7:50 წუთზე დავიშალეთ! ბოდიში ახლა, თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ! ჩვენი გართობა გახდა სალაპარაკო, ისედაც ცხოვრება მოგვბეზრდა, ისეთ რეალობაში ვართ! შეიხედეთ სხვა რესტორნებში, რა ხდება და არავისგან გამორჩეულად არ აღგვინიშნავს! ძალიან ცუდია გადაუმოწმებელ ინფორმაციას ასეთი ცუდი სახით რომ აშუქებენ!!! და სადღაც კლუბში აზელილ სიტუაციას რომ ამონტაჟებენ ჩვენთან ერთად!!!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები