0 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სოკარის“ მხარდაჭერით საქართველოში მთის ეტლი-თხილამურების ჩემპიონატი გაიმართა

ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებითა და „სოკარის“ მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში გაიმართა ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით - ბაკურიანი 2021. ჩემპიონატი პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ღონისძიება რეგიონის მასშტაბით უკვე მეორედ გაიმართა და მასში მონაწილეობა სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანებმა მიიღეს. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა და მასში იასპარეზა 26-მა მონაწილემ თბილისის, გორის, ვანის, ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.

შეჯიბრების დასასრულს 3 ინდივიდუალური და 3 გუნდური გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც სოლიდური ფულადი პრიზი გადაეცათ კომპანია „ტოიოტა კავკასიისგან“.  გარდამავალი თასი კი, ერთი წლით, ამპუტანტ პირველადგილოსან რუსლან ჩილაშვილს გადაეცა. გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ მედლები, დიპლომები და პროექტის სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები. 

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მხარდამჭერები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური, „სოკარი“, „აჭარაბეთი“ და „ზედაზენი“.

კომპანია „სოკარი“ პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მხარს უკვე მესამე წელია უჭერს. პროექტის აქტივობებში ყოველწლიურად 500 ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს. პროექტი ხელს უწყობს მათთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლებას და მათი შესაძლებლობების წარმოჩინებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები