0 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ახალი შტამის აღმოჩენა – ბიძინა კულუმბეგოვი

 

კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა report.ge-სთან ისაუბრა:

“PCR ტესტი გენეტიკური სამი სხვადასხვა ლოკაციიდან არის დამზადებული არამარტო სპაიკ ცილაზე, რომელშიც მუტაცია მოხდა ამ ახალ ვარიანტის, არამედ სხვადასხვა გენურ შემადგენლობაზე, ამიტომ თანამედროვე PCR ტესტები და ანტიგენის ტესტები ამ ახალ ვარიანტზეც რეაგირებენ. ეს უკვე დადგენილია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ამის შესახებ განაცხადა. ამიტომ დიაგნოსტიკური საშუალებების შეცვლა ჯერ არ იგეგემება.

ახალი შტამის ვირუსის გამოვლენა ხდება მხოლოდ გენომური გაშიფვრით, ანუ სეკვენირების შედეგად. ამას ლუგარის ლაბორატორია გააკეთებს პერმამენტურად და პერიოდულად. მსოფლიოში გენომური კვლვლევის ყველაზე ძლიერი ქსელი ინგლისს აქვს, ისინი იკვლევენ 10 000-ობით ადამიანს. ჩვენ ახლა ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ ამიერკავკასიაში ერთადერთი არის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც გენეტიკური კვლევა შეუძლია ვინმეს ჩაუტაროს, ამას აკეთებენ კიდეც, ამიტომაც აღმოვაჩინეთ ჩვენ ეს შტამი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები